ტელეჟურნალისტი ლარი კინგი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლარი კინგი, ლოს-ანჟელესში, სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ მისი Twitter-ის გვერდიდან გახდა ცნობილი.

„ტელესტუდია Ora Media ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის, წამყვანისა და მეგობრის ლარი კინგის გარდაცვალების შესახებ, ის 87 წლის იყო“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იანვრის დასაწყისში ლარი კინგი საავადმყოფოში კოვიდინფიცირების გამო მოათავსეს. როგორც ცნობილია, მან ერთი წლის წინ ინფარქტი გადაიტანა, მოგვიანებით კი მას ფილტვის კიბო დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები