აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიცე-პრემიერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით. აგრეთვე აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ კუთხით რეგიონული პროექტების განხორციელების აუცილებლობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშველობაზეც. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთიბებისა და რეგიონის განვითარების საკითხებში.

აზერბაიჯანელმა მინისტრმა კოლეგა ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები