სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს შეხვდა.

როგორც ევროკომისარმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგას.

„დადასტურებულია, რომ ევროკავშირი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგას, მათ შორის, ვაქცინის ადრეული ხელმისაწვდომობის საკითხში. ჩვენ აგრეთვე მხარს დავუჭერთ ეკონომიკურ განვითარებასა და აღდგენას. კავშირს ამ კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ევროკომისარი.

„ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

„აღდგენისკენ მიმავალი გზა სოლიდარობაზე გადის. მოხარული ვარ, რომ საქართველოს, როგორც ევროპის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს შეუძლია, ევროკომისიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს პრეზიდენტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები