პრეზიდენტი ბაიდენი COVAX პლატფორმაში ჩართვის მზაობას გამოთქვამს; ქვეყანაში კორონავირუსის 189 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 955 ადამიანი გარდაიცვალა

ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე აცნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO), რომ აშშ მზადაა, ჩაერთოს COVAX პლატფორმაში და მონაწილეობა მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილების პროცესში, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს ვაქცინაციის თანაბარი შესაძლებლობები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია აშშ-ში: რამდენიმე შტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ აღარ აქვთ ვაქცინის საჭირო მარაგები და ათი ათასობით ადამიანი, რომელმაც მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, არის მეორე დოზის მოლოდინში. მიზეზი, მოთხოვნა-მიწოდების ამ დისბალანსისა გაუგებარი იყო მანამ, სანამ ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შტატებს არარეალური მოლოდინები ჰქონდათ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით.
CDC-ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში კვლავ მაღალი იქნება გარდაცვალების მაჩვენებელი და თვეზე ნაკლებ დროში ეპიდემიას კიდევ 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლება.
გასულ დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის 189 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 955 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები