გარემოს ეროვნულ სააგენტოში განახლებული კლიმატური ცნობარი მომზადდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა საქართველოს სამეცნიერო-გამოყენებით კლიმატურ ცნობარზე მუშაობა დაასრულეს.
სააგენტოს ცნობით, ცნობარი შედგენილია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WorldMeteorological Organization) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს საქართველოს მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებულ მრავალწლიან მონაცემებსა და მათი ანალიზის საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციას.
,,ცნობარში შესულია ცალკეული კლიმატური პარამეტრები (მზის რადიაცია, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და მიმართულება და სხვა) და კომპლექსური კლიმატური მახასიათებლები (ტემპერატურა-ქარი, ირიბი წვიმა და სხვა).
ცნობარი მნიშვნელოვანი დოკუმენტია სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, მშენებლობისა და კლიმატური პირობებისადმი მგრძნობიარე სხვა დარგების ეფექტიანი მართვის განსახორცილებელად”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.