ოზურგეთში, სოფელ ნატანებში 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.