მაია ცქიტიშვილი: ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით

“ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით”, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის დასკვნა ხელს შეუწყობს ოკუპანტ სახელმწიფოზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას.

„ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, სტრასბურგის დასკვნა შერიგების პოლიტიკის ნაწილი გახდეს, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ოკუპანტ სახელმწიფოზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები