ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების ახალი სერია – „შეხვდი მეცნიერს”
ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს ონლაინსაუბრების ახალ სერიას – „შეხვდი მეცნიერს”, – ამის შესახებ ეროვნული მუზეუმი იტყობინება.
ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ონლაინშეხვედრების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის მეცნიერები და მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში გაკეთებულ სამეცნიერო კვლევებზე, წარადგენენ თავიანთ პუბლიკაციებსა და გაგვიზიარებენ კვლევის დროს მიღებულ შედეგებს.
მათივე ცნობით, ეროვნული მუზეუმის განცხადებით, პირველი შეხვედრა გაიმართება ეროვნული მუზეუმის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნოდარ ბახტაძესთან, რომელიც წარადგენს არქეოლოგთა გუნდის მიერ მომზადებულ პუბლიკაციას – „ნაქალაქარ ნეკრესის უძველესი ქრისტიანული ტაძრები”.
ავტორები: ნოდარ ბახტაძე, ვაჟა მამიაშვილი, ბაჩანა გაბეხაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი.
შეხვედრა ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3sFqrxF
R