“ერდოღანს სულ მალე მისივე გუნდი გადააყენებს” – თურქეთის ყოფილი პრემიერი
“თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი მისივე გუნდის მიერ უახლოეს დროში იქნება გადაყენებული”, – განაცხადა Karar TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ.
დავუთოღლუს თქმით, ერდოღანი ამჟამად, ფაქტობრივად, სამხედროების კონტროლს ქვეშ იმყოფება, გარდა ამისა, მას კოალიციური პარტნიორი, პარტია “ეროვნული მოძრაობის” ლიდერი დევლეთ ბახჩევლი აკავებს.
თურქეთის ყოფილი პრემიერის აზრით, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს გამარჯვება ძალიან გაუჭირდება.
“ერდოღანი გზაგასაყარზეა, ვფიქრობ, სულ მალე მას გადააყენებენ”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
დავუთოღლუ ერთ დროს ერდოღანის მოკავშირე და თანამოაზრე იყო. მათი გზები 2016 წლის მაისში გაიყარა, როდესაც პოლიტიკოსმა პრემიერის თანამდებობიდან გადადგა. 2019 წელს მან მმართველი პარტია “სამართლიანობა და განვითარება” დატოვა და დააფუძნა ოპოზიციური პლატფორმა “მომავლის პარტია”.