იაგო ხვიჩია: გიორგი ვაშაძის განცხადებით მეც გაოცებული ვარ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მისი პარტია „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს, “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია უკვე გამოეხმაურა.​

ხვიჩიასთვის გიორგი ვაშაძის უარი მოულოდნელი აღმოჩნდა.

“ვაშაძეს სანამ ამერიკაში წავიდოდა მანამდეც ვხვდებოდით. ის გეგმა, რაც საზოგადოებაში წარვადგინეთ მისთვის ცნობილი იყო, შეხვედრას პაატა მანჯგალაძეც და სხვებიც ესწრებოდნენ. მეც გაოცებული ვარ ბატონი გიორგის ამ განცხადებით. ჩემთან შეხვედრა თუ არ უნდა, ამას ვერ დავაძალებ. გავლილი გვქონდა ეს თემა, მას არ უთქვამს, რომ გეგმა არ მოსწონს და ჩვენ მასთან შეთანხმებით დავიწყეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან სიარული და გარკვევა ამ ამბის, ის, რომ ეს იქნებოდა მისაღები და კომპრომისი, სადაც ოპოზიცია სახის შენარჩუნებას შეძლებდა, ისევე როგორც ხელისუფლება, მაშინ ბატონი გიორგი ვაშაძე ასე ფიქრობდა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. ვაშაძეს სტრატეგიულად არასწორი ჰგონია, რომ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს აწყობდეს, რადგან ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები