სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ადგილობრივ მედიას ქვეყნის პრეზიდენტის აპარატში დაუდასტურეს, რომ პრემიერის წინადადება ტორისიანის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ მიიღეს.

ამასთან, პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ დოკუმენტი, ჯერჯერობით, ხელმოწერილი არ არის.

ტოროსიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სომხური მედია რამდენიმე დღეა, წერს. თუმცა, უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

ასევე, მედია წერდა, რომ ის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნება, მინისტრის თანამდებობას კი მმართველი პარტიის – “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი, ნარეკ ზეინალიანი დაიკავებს.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და არსენ ტორისიანს შორის უთანხმოება ყარაბაღის ომის შემდგომ უფრო გამწვავდა. იწერებოდა, რომ თითქოს ფაშინიანისა და ტორისიანის გუნდს შორის შეხვედრის დროს მინისტრმა თქვა, რომ ომის წაგების შემდეგ პრემიერმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები