„ყოველმხრივ სასიხარულო და საამაყოა მისი მუდმივი კავშირი ჩვენს უნივერსიტეტთან“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფეისბუქის გვერდზე, ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს იუბილეს ულოცავს.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქმისადმი დამოკიდებულებით მისაბაძნი და სამაგალითონი არიან გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის, სწორედ ასეთ გამორჩეულ ადამიანთა რიგებშია ქალბატონი მზექალა შანიძე.
დღეს ქართველ ენათმეცნიერს, ფილოლოგს, აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წელი შეუსრულდა.
რთულია მილოცვაში წარმოაჩინო ქალბატონი მზექალას დამსახურება უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე.
განსაკუთრებით ფართოა მისი კვლევის სფერო და ყოველი მისი ნაშრომი საოცარი ფუნდამენტურობით გამოირჩევა, ამიტომაც ყოველმხრივ სასიხარულო და საამაყოა მისი მუდმივი კავშირი ჩვენს უნივერსიტეტთან. თსუ ხომ ქალბატონი მზექალას მსგავსი მეცნიერების გამოცდილებაზე, მათ გაკვალულ გზაზე და მათ მიერ აღზრდილ თაობებზე დგას.
ვულოცავ, ჩვენი ქვეყნის და უნივერსიტეტის საამაყო მეცნიერს, ქალბატონ მზექალას, 95 წლის იუბილეს!
ვუსურვებ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას.
კიდევ და კიდევ მრავალი წელი ემსახუროს თსუ-ს და ქართულ მეცნიერებას თავისი ნიჭითა და გამოცდილებით, – წერს გიორგი შარვაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები