საფრანგეთში 12-საათიანი „კომენდანტის საათი“ წესდება

საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე 12-საათიანი „კომენდანტის საათი“ დაწესდება –  საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე იმოქმედებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

„კომენდანტის საათი“ შაბათიდან დაწესდება და ძალაში მინიმუმ 15 დღის განმავლობაში იქნება.

ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევრო იქნება, განმეორებითი დარღვევისთვის – 3 750 ევრო, სამგზის დარღვევისთვის კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული;

ამასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ორი სახეობის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის მთავრობა ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს.

14 იანვარს საფრანგეთში ინფიცირების 21 228 შემთხვევა და გარდაცვალების 282 ფაქტი დაფიქსირდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები