Pfizer-ი ევროპისთვის ვაქცინის მიწოდების რაოდენობას ამცირებს

კომპანია Pfizer-ი მომდევნო კვირიდან ნორვეგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვაქცინის მიწოდების რაოდენობას დროებით ამცირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი ავრცელებს.

როგორც აღინიშნება,  ნორვეგიის შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იანვრის მესამე კვირას პრეპარატის 7,8 ათას დოზას ვერ მიიღებს. ინსტიტუტში ამბობენ, რომ მიწოდების შემცირება უკავშირდება წარმოების სიმძლავრეების შემცირებას.

“ჩვენ ვაქცინის მარაგი გვაქვს შემქნილი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და, ჯერჯერობით, ის იქნება გამოყენებული. ამჟამად უცნობია, რა დრო დასჭირდება Pfizer-ს, რომ წარმოების მაქსიმუმს დაუბრუნდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები