სოზარ სუბარი: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თავისი შედეგი არ მოეწონა, შეუძლებელია და სისტემურ დემოკრატიას ანგრევს

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან ოპოზიციის გზავნილებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მართლა არჩევნების გაყალბების რაღაც სერიოზულ პროცესს ჰქონდა ადგილი.

„დარწმუნებული ვართ, გაყალბების არცერთი პროცენტი არ არსებობს და ამიტომ ასე თამამად მოვდივართ ასეთ სერიოზულ წინადადებაზე, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თავისი შედეგი არ მოეწონა, შეუძლებელია, არადემოკრატიულია, არალოგიკურია და სისტემურ დემოკრატიას ანგრევს, ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს და ვერც მოხდება. ვქმნით დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელშიც ოპოზიცია ჩაერთვება და უხელმძღვანელებს, თუ შემოვლენ. მკაფიოდ განვმარტავთ, რომ არჩევნების გაყალბების მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა დეპუტატმა.
სოზარ სუბარმა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაზეც ისაუბრა.
„ამ ნაწილში შეგვიძლია, ბევრ დათმობაზე წასვლა. დათმობაზე წასვლა გულისხმობს არა იმას, რომ რომელიმე სისტემა უკეთესია, არამედ მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანას რა აწყობს. ქვეყნისთვის ბუნებრივი ბარიერი და ერთპროცენტიანი ბარიერი კარგი არ არის, მაგრამ 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერი კარგი ნაბიჯი იყო სწორედ პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ პარტიები, რომლებიც ამას ითხოვდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, თუ ქვეყანაში გვინდა, დემოკრატიული სტაბილურობა დამყარდეს, ბარიერი უნდა ავწიოთ“, – დასძინა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები