თბილისში კორონავირუსის 496 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 187, აჭარაში – 52

კორონავირუსის 1177 ახალი შემთხვევიდან თბილისში 496 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 187, აჭარაში – 52. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში.

,,დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 187, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 83, გურია – 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები