საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 837 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 893 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 187, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 83, გურია – 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 757, აჭარაში – 322, იმერეთში – 740. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში – 360, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 9, იმერეთში – 29. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 – თბილისში, 325 – აჭარაში, 30 – იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 70, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 714 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 102 პირი, აჭარაში – 2 264, იმერეთში – 2 756.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები