უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას გააჩნია საერთო ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა გახდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობა სასარგებლო მათთვის და ევროკავშირისთვის

Dmytro Kuleba, Aussenminister der Ukraine, waehrend einer Pressekonferenz im Auswaertigen Amt in Berlin. 02.06.2020 Berlin Deutschland *** Dmytro Kuleba, Foreign Minister of Ukraine, during a press conference at the Foreign Office in Berlin 02 06 2020 Berlin Germany Copyright: xThomasxKoehler/photothek.dex

უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას გააჩნია საერთო ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა გახდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობა სასარგებლო მათთვის და ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ქართველ და მოლდოველ კოლეგასთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ “ტვიტერში“ დაწერა.

„დღეს შედგა მშვენიერი საუბარი დავით ზალკალიანთან და აურელიუ ჩოკოისთან. წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინში, ჩვენი ასოცირებული ტრიო იზიარებს საერთო ხედვებს იმაზე, თუ როგორ გახდეს ის კიდევ უფრო ეფექტური ევროკავშირისთვისაც და მისი სამი ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამი სახელმწიფო ევროკავშირთან ერთ ხმაზე საუბრობს, რაც გაცილებით ძლიერია, ვიდრე ცალკე ხმა. აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებებს “, – წერს კულებამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები