გუგა ქაშიბაძე: ძველით ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაზიანებულმა ექვსმა პაციენტმა მიმართა
“ძველით ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაზიანებულმა ექვსმა პაციენტმა მიმართა”, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, პიროტექნიკით დაშავების მძიმე შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
„გუშინ, გვიან ღამით შემოვიდა 4 პაციენტი, დღეს დილას – ორი. მათგან ოთხი ბავშვია, ორი – მოზრდილი. საბედნიეროდ, ექვსივე მათგანს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა. პიროტექნიკით დაშავების მძიმე შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. ძირითადად, დაზიანებული ჰქონდათ მარჯვენა მტევნები და სახის არე. ყველა მათგანი გაწერილია ბინაზე და ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ქაშიბაძემ.