“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა

პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ პარტია და პარტიული თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს, გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის,” – წერს გიგლა ბარამიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები