ბექა დავითულიანი – ბუკნარის დაპირისპირებაზე: ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის მრწამსს

“ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის მრწამსს, ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებას.

მისივე თქმით, გადამეტებული და ზოგჯერ აგრესიული ქმედებებით ქვეყნის არაკეთილისმსურველებს საკუთარი ზრახვების განხორციელების საშუალება არ უნდა მიეცეთ.

„ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის მრწამსს, ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს. ხშირად ჩვენი გადამეტებული და, სამწუხაროდ, ზოგჯერ აგრესიული ქმედებებით არ უნდა შევუქმნათ ამ ქვეყნის არაკეთილისმსურველებს საკუთარი ზრახვების განხორციელების ნოყიერი ნიადაგი. ჩემი პოზიცია ასეთია, ამ ქვეყანას აქვს ტოლერანტობის ძალიან დიდი ტრადიცია და გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა ქართველის გენეტიკურ კოდში დევს და ზუსტად ამ ტრადიციისა და ურთიერთობის გათვალისწინებით გავაგრძელებთ ურთიერთობას“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. მუსლიმების თქმით, რამდენიმე თვის წინ ამ სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები