თიანეთში რძალმა და შვილმა 96 წლის კაცს ბინა საქონლის სადგომში მიუჩინეს

თიანეთის რაიონში 96 წლის მამაკაცს რძალი ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს დაზარალდა ადვოკატიც.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, რძალმა და შვილმა მოხუც კაცს ბინა საქონლის სადგომში მიუჩინეს.

როგორც ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

,,კვირას” უწყებაში ასევე დაუდასტურეს, რომ გამოწერილია შემაკავებელი ორდერიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები