თენგიზ ცერცვაძე: რამდენიმე სიგნალი იყო, რომ კოვიდით რეინფიცირება მოხდა, მაგრამ ჩაღრმავებული კვლევით ვერ დადასტურდა

პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.

“იყო რამდენიმე სიგნალი, რომ კოვიდით რეინფიცირება მოხდა. ადამიანი ამბობდა, რომ მას ინფექცია ჰქონდა და მეორედ დაემართა. ჩაღრმავებული კვლევით ვერ დადასტურდა, რომ მეორედ დაემართა.

მიმდინარეობს საკონტროლო კვლევები. ახალ შტამზე ყველა პაციენტს ვერავინ გასინჯავს, რადგან რთული მეთოდია. მსოფლიოში არსად სინჯავენ ან სინჯავენ ამორჩევით, ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჯერჯერობით ერთის მეტი არ დადასტურებულა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები