იყრის თუ არა პრეზიდენტად 2024 წელს კენჭს პუტინი – ჟირინოვსკის პროგნოზი

პარტია ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება, თუმცა, 2030 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

თუმცა, მისი თქმით, ვითარება შეიძლება, შეიცვალოს.

ამის შესახებ მან “ინსტაგრამში” პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას განაცხადა.

“არ ვარ მისი მეგობარი, ერთმანეთს ყოველ თვეს რომ ვხვდებოდეთ, ერთად ჩაის ვსვამდეთ, მას ალკოჰოლი არ უყვარს, არ ეწევა, მეც, მაშინ მეცოდინებოდა მისი აზრები. მაგრამ მას საკუთარი აზრების გაჟღერება არ უნდა, რადგან ძალიან რთული ქვეყანა ვართ. ჩვენთვის მომგებიანია, რომ არავინ იცოდეს, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას 2024 წლის შემდეგ. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ ის. სხვა საქმეა 2030 წელი, შეიძლება, არ წავიდეს არჩევნებზე, 2024 წელს წავა”, – თქვა ჟირინოვსკიმ.

2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში პუტინმა განაცხადა, რომ არ აქვს ჯერ გადაწყვეტილი, იყრის თუ არა პრეზიდენტად კენჭს 2024 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები