ლონდონში ბოლო 28 დღეში კორონავირუსით 10 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბოლო 28 დღეში ლონდონში 10 000 – ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა, აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამჟამად კოვიდინფიცირებული 7,607 პაციენტი ლონდონის საავადმყოფოებშია მოთავსებული, მათ შორის, 1,085 ჟანგბადის აპარატზეა.

მთავრობის მონაცემების თანახმად, ნოემბერში, ინგლისში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ დროს დედაქალაქის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 1,102 პაციენტი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები