AstraZeneca-ს ვაქცინას ევროკავშირი ავტორიზაციას იანვრის ბოლომდე მიანიჭებს

უცხოური მედია წერს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტმა მიმართა ევროკავშირს AstraZeneca-ს ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭებისთვის. როგორც ცნობილია, ევროპის წამლის სააგენტო (EMA) შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საკითხს და, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი იმუშავებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს ვაქცინა წევრი ქვეყნებისთვის.

სავარაუდოდ, AstraZeneca-ს ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს 29 იანვარს. ცნობისთვის, აღნიშნულ ვაქცინას გამოარჩევს შენახვის პირობების სიმარტივე, იგი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების ვაქცინაცია უკვე დაიწყო. AstraZeneca-ს ვაქცინა უკვე შეუკვეთა საფრანგეთმაც.

“ბრიტანელი მეცნიერების ტრიუმფი” – ასე შეაფასა ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის „ასტრაზენეკა“ დამტკიცება. ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები