N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია

“ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ამჯერად, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ, ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებსა და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები