ეკატერინე ტიკარაძე თებერვალში კორონავირუსის მესამე ტალღის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

“როდესაც მსოფლიო საუბრობს კორონავირუსის მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია არსებული გამოცდილება.

“როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა, ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ასევე გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლოდ მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც. ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები