ალექსეი ნავალნი მოსკოვში 17 იანვარს ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამშობლოში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კითხვა, “დავბრუნდე თუ არა” – არასდროს მდგარა.

“უბრალოდ, იმიტომ, რომ არასდროს წავსულვარ. გერმანიაში აღმოვჩნდი, სადაც რეანიმაციულ ყუთში ჩამომიყვანეს, ერთადერთი მიზეზით: ჩემი მოკვლა სცადეს. გადავრჩი და ახლა პუტინი, რომელმაც ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა, ავალებს საკუთარ გარემოცვას, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა არ დავბრუნდე”, – დაწერა ნავალნიმ.

მისი თქმით, 13 იანვრის დილით მიხვდა, რომ დადგა ის მომენტი, რომელსაც ასე ელოდა – “ალბათ, სრულიად გამოვჯანმრთელდი და სახლში დაბრუნება შემიძლია”.

“რუსეთი ჩემი ქვეყანა, მოსკოვი ჩემი ქალაქი, რომლებიც ძალიან მომენატრა. ამიტომ, დღეს კომპანია “პობედა”-ს საიტზე შევედი და ბილეთები ვიყიდე. 17 იანვარს, კვირა დღეს, “პობედა”-ს რეისით დავბრუნდები სახლში. დამხვდით”, – წერს პოლიტიკოსი.

ალექსეი ნავალნი, გერმანიაში “შარიტეს”კლინიკაში რუსეთში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. პოლიტიკოსი 2020 წლის აგვისტოში “ნოვიჩოკ”-ით მოწამლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები