პაატა იმნაძე: ჰანს კლუგემ კორონავირუსთან ბრძოლის ქართული პრაქტიკა ,,ნოუჰაუდ” შეაფასა

“ჰანს კლუგემ კორონავირუსთან ბრძოლის ქართული პრაქტიკა ,,ნოუჰაუდ” შეაფასა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობამ შეაფასა, სად უმჯობესია კოვიდინფიცირებულების განთავსება, სასტუმროებში თუ საველე ჰოსპიტლებში და ეს პრაქტიკა გამოიყენა.

„ბატონი კლუგე როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ქართულ, ასე ვთქვათ, “ნოუჰაუდ” შეაფასა კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა, რაც ჩვენ გამოვიყენეთ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სჯობს, პაციენტი იყოს თუ საველე ჰოსპიტალში, ეს ეტყობა, ბრიტანეთის მთავარობამაც შეაფასა და მაგალითი გამოიყენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სავარაუდოდ, სასტუმროებში განათავსებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები