ეკატერინე ტიკარაძე: კოვაქს პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მზად არიან, მოგვაწოდონ ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის

“კოვაქს პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მზად არიან, მოგვაწოდონ ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„კოვაქს პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე, საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში „ფაიზერის“ ვაქცინას სხვა ვაქცინები დაემატოს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობაც იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები