რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის ევროპულ სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ხუბსგულის ტბაში, ქალაქ ანგარსკიდან 277 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ირკუტსკის ოლქის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი მონღოლეთში იყო.

ირკუტსკში მხოლოდ 4-5 მაგნიტუდა იგრძნობოდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები