ზურაბ აბაშიძე: 2006 წლიდან ფონდი “ქართუ” ქართულ ენციკლოპედიას ეხმარება – ეს დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ქონების დიდი ნაწილის გადაფორმებას გამოეხმაურა.

აბაშიძის თქმით, 2006 წლიდან ფონდი “ქართუ” ქართულ ენციკლოპედიას ეხმარება.

“2006 წლიდან “ფონდი ქართუ” ქართულ ენციკლოპედიას ეხმარება. ეს დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ქართული ენციკლოპედიის რედაქცია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა, 90-იან წლებში პრაქტიკულად შეწყვიტა თავისი საქმიანობა და ძალიან უჭირდა. ამ დახმარებამ კი ჩვენ საშუალება მოგვცა, არა მარტო აღგვედგინა ჩვენი საქმიანობა, არამედ ძალიან ბევრი რამ გაგვეკეთებინა. გამოიცა მთელი რიგი ენციკლოპედიური ცნობარები, გაგრძელდა მუშაობა უნივერსალურ გამოცემაზე, დიდი იმედი მაქვს, რომ ფონდი გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი თანამშრომლობა ფონდთან გაგრძელდება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები