გერმანიის 16 ფედერალურ შტატში ძალაში შევიდა მკაცრი კოვიდ რეგულაციები; შეზღუდვების ნაწილი, რომელიც მოქმედებდა ქვეყანაში 16 დეკემბრიდან, დარჩა ძალაში, ნაწილი კი კიდევ უფრო გამკაცრდა

11 იანვრიდან გერმანიის 16 ფედერალურ შტატში ძალაში შევიდა მკაცრი კოვიდ რეგულაციები. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც მოქმედებდა ქვეყანაში 16 დეკემბრიდან, დარჩა ძალაში, ნაწილი კი კიდევ უფრო გამკაცრდა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ყურადღება გამახვილებულია ახალ შეზღუდვებზე.

“შეკრებები უნდა მოიცავდეს ერთი ოჯახის წევრებს, პლუს მაქსიმუმ ერთ გარეშე პირს.
ნებისმიერი პირი, რომელიც ცხოვრობს ისეთ რეგიონში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 200-ზე მეტია, შესაძლოა, შეიზღუდოს გადაადგილების უფლებით 15 კილომეტრს ზემოთ, თუ ამის აბსოლუტური აუცილებლობა არ არსებობს (ცალკე რეგიონებს აქვთ შეზღუდვის/შემსუბუქების დისკრეციული უფლებამოსილება).
კვლავ დაკეტილია არაძირითადი მოხმარების მაღაზიები, საეკლესიო რიტუალები ტარდება მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, ძალაშია მოწოდება დისტანციურად მუშაობის შესახებ.
დაკეტილია საბავშვო ბაღებისა და სკოლების უდიდესი ნაწილი
აკრძალულია ღია ცის ქვეშ ალკოჰოლის მიღება.
ყველა, ვინც ქვეყანაში შედის რისკის ქვეყნებიდან, ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას ორჯერ“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები