მიხეილ სარჯველაძე: თუ ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ნაკლებად დააზიანებს მის სანდოობას
“ფორმატი და შინაარსი ამ კომისიის მუშაობის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ოპოზიციის აქტივობაზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვფიქრობ, ეს ნაკლებად დააზიანებს სანდოობას “, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების დადგენისკენაა მიმართული.
„ფორმატი და შინაარსი ამ კომისიის მუშაობის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ოპოზიციის აქტივობაზე. რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება საზოგადოდ, მათ შორის, ამ კომისიის მუშაობისთვის ოპოზიციის მონაწილეობა და ჩართულობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციური პარტიები ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვფიქრობ, ეს ნაკლებად დააზიანებს სანდოობას ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, რასაც უზრუნველყოფს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა და მონაწილეობა ამ კომისიის საქმიანობაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია აბსოლუტურად კონსტრუქციულად ჭეშმარიტების დადგენისკენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.