„ბოროტმოქმედი” – პირველი საჯარო ონლაინჩვენება

16 იანვარს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს გაიმართა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. პანდემიის გამო „ბოროტმოქმედი” ჯერ არ გამოსულა საქართველოს კინოთეატრებში, ასე რომ, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი მის პირველ საჯარო ონლაინჩვენებას უმასპინძლებს.
“ბოროტმოქმედი” საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის ახალგაზრდა ინჟინერის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება, რაც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1025578897937225/?acontext=%7B%22event_action_history%22%3A[%7B%22extra_data%22%3A%22%22%2C%22mechanism%22%3A%22page_admin_consolidated_entry_buttons_row%22%2C%22surface%22%3A%22page%22%7D%2C%7B%22extra_data%22%3A%22%22%2C%22mechanism%22%3A%22surface%22%2C%22surface%22%3A%22create_dialog%22%7D]%7D&onload_action=online_event_upsell_dialog
ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქზე, პირდაპირი ჩართვის ფორმატში. ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ჩვენების  ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები