საშობაო ონლაინპროგრამა ბავშვებისათვის
14 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოადგენს საშობაო ონლაინპროგრამას, ანუკი ჟვანიას ავტორობით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან საშობაო ნაძვის ხისა და მორთულობის სიმბოლიკას; მოისმენენ მესაჩუქრეების ტრადიციას და გაეცნობიან შობის სცენის გამოსახვის ისტორიას ცნობილი ხელოვნების ნიმუშების მაგალითზე.
„მონაწილეები იხილავენ საინტერესო ვიზუალურ მასალას და შემდეგ თავად შექმნიან შობის კომპოზიციებს.
სასურველია პროგრამის დაწყებამდე ბავშვებმა მოამზადონ ფერადი მუყაო ან სქელი ქაღალდი (A4 ფორმატის), სახატავი ფურცლები, გუაში, ფუნჯი, წყალი, მაკრატელი, ქაღალდის წებო“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროგრამა განკუთვნილია 6-12 წლის მოსწავლეთათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 30 წუთი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 30 წუთი.
პროგრამა გაიმართება Zoom-ის პლატფორმაზე.