ირაკლი ხმალაძე: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ისტორიულ კიბის მიმდებარედ ველობილიკი მოეწყობა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა 26 მაისის მოედანზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კიბესა და შშმ პირთათვის განკუთვნილ პანდუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, 26 მაისის მოედანზე არსებულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კი ის რეაბილიტირდა და ტერიტორია შშმ პირებისთვისაც ადაპტირდა.

„კიბე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ეს არის ისტორიული კიბე, რომელიც დაზიანებული იყო და აღვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, კიბის მიმდებარედ უნდა გაიაროს ველობილიკმა. შესაბამისად, რათა შშმ პირების გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული, მათთან კონსულტაციით გაკეთდა პანდუსი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც შშმ პირებს ესაჭიროებათ გადაადგილებისთვის”, – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოწყობილი პანდუსების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 10 290 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები