ტრამპს „ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ

წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ტრამპს „ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ, რაც დაკავშირებულია მის როლზე იმ არეულობაში, რომელიც გასულ კვირას კაპიტოლიუმში დაფიქსირდა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.

იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას წარმომადგენლობითი პალატა მიმდინარე კვირის ბოლოს უყრის კენჭს.

დოკუმენტში მოთხოვნილია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამოეცხადოს იმპიჩმენტი, მომავალში კი მას აეკრძალოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები