კრემლი: ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას ხელი მოაწერეს – ამ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა კოლეგებთან შეხვედრას სასარგებლო და მნიშვნელოვანი უწოდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების რეალიზაცია სარგებელს მოუტანს მთლიანად რეგიონს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები