ჯანმო-ს ექსპერტებმა კორონავირუსის წარმოშობის რეალური წყარო დაასახელეს

“ღამურების თავშეყრის ადგილები კოვიდ19-ის წარმოშობის ყველაზე რეალურ წყაროს წარმოადგენს”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, რომელიც ჩინეთში ვირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩადის, მარიონ კუპმანსმა.

როგორც მან ​ CGTN-თან საუბარში თქვა, არსებობს ვერსიები, თუ საიდან წამოვიდა ვირუსი, ყველაზე რეალურია, რომ ეს ღამურების რეზერვუარს შეიძლება, უკავშირდებოდეს.

ჩინეთის მთავრობამ ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფს ქვეყანაში ჩასვლისა და კოვიდ19-ის წარმოშობის შესწავლის ნებართვა დართო. მოსალოდნელია, რომ ექსპერტები ქვეყანაში უკვე 14 იანვარს ჩავლენ.

საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იაპონიის, ყატარის, აშშ-ის, გერმანიის, ვიეტნამის, ავსტრალიის, ნიდერლანდების, ბრიტანეთის, რუსეთისა და დანიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები