მაია ბითაძე – ბიძინა ივანიშვილზე: ძალიან დიდი შეურაცხყოფის მიუხედავად, მან მიზანი ღირსეულად შეასრულა

“ძალიან დიდი შეურაცხყოფის მიუხედავად, მან მიზანი ღირსეულად შეასრულა”, – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

მისი თქმით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს.

„ვფიქრობ, ამ ადამიანმა ამ მიზნებს ძალიან დიდი შეურაცხყოფის მიუხედავად მიაღწია. მის მიმართ შეურაცხყოფა მუდმივად ისმოდა. ეს ყველაფერი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულ უტიფრობაში გადავიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან ეს მიზანი ღირსეულად შეასრულა.

ქვეყანაში გვაქვს ძალიან პლურალისტური მედიაგარემო, დემოკრატიული ინსტიტუტები ჩოყალიბებულია, ასოცირების ხელშეკრულების აღსრულების აქტიურ ფაზაში ვართ და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაპირებთ უკვე ძალიან დიდი მიღწევაა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები