რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უხელმძღვანელებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელის თანამდებობაზე რუსეთში ყოფილი ელჩის, უილიამ ბერნსის კანდიდატურა წარადგინა.

უილიამ ბერნსი ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს ქვეყნის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას 2011-2014 წლებში იკავებდა.
ჯამურად, მან დიპლომატად 33 წლის განმავლობაში იმუშავა.

2005-2008 წლებში ბერნის რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო, ამჟამად კი კარნეგის ფონდის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები