დიდ ბრიტანეთში ეკონომიკის ორმაგი ვარდნა 1975 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში ეკონომიკის ორმაგი ვარდნა 1975 წლის შემდეგ პირველად მეორდება.

მედიის ინფორმაციით, ეკონომიკის ერთხელ შემცირების შემდეგ, მცირე ხნით მდგომარეობის გაუმჯობესება და შემდგომში ისევ ვარდნა დაფიქსირდა. ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც 2020 წლის შემოდგომით უკვე იდგა სირთულეების წინაშე, დეკემბერში კიდევ უფრო მეტად დაზარალდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობა იქნება წარმატებული და შეზღუდვები ნელ-ნელა შემსუბუქდება, დიდი ალბათობით, 2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე იქნება.

1709 წლის შემდეგ 2020 წელი იქნება დიდ ბრიტანეთში წარმოების ყველაზე დიდი ვარდნის წელი. 2020 წლის დასაწყისში, როდესაც მსოფლიოში გამოჩნდა ახალი კორონავირუსი, მოლოდინი იყო, რომ დიდ ბრიტანეთში, წლის პირველ ნახევარში, იქნებოდა გარკვეული სირთულეები, რასაც ქვეყანა წლის მეორე ნახევარში გაუმკლავდებოდა. თუმცა, 2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის ვარდნამ ცხადყო, რომ 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით სხვაობა იქნებოდა დაახლოვებით 10%.

ეკონომისტთა ერთი ჯგუფის მოსაზრებით, ეს არაა ნამდვილი რეცესია, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მაგალითად, ე.წ. ნავთობის შოკს, როგორც ეს მოხდა 1973 წელს ან 90-იანების მსგავს საცხოვრებელი ბაზრის კრიზისს. მათივე მოსაზრებით, როგორც კი მოიხსნება შეზღუდვები, ეკონომიკა შეძლებს სწრაფი ტემპებით გაჯანსაღებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები