გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა.
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 465 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 908 527 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 40 343 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულების ჯამური რაოდენობა 2 მილიონს მიუახლოვდა. ქვეყანამ, რომელმაც საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიის პირველი ტალღის მაღალ დონეზე მართვის გამო, ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, იანვრის ბოლომდე გაახანგრძლივა კოვიდ შეზღუდვები.

გერმანიის მასშტაბით, მოსახლეობაში ვაქცინაციის პროცესის ტემპის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, ქვეყანაში ასობით ვაქცინაციის ცენტრია შექმნილი, თუმცა, მისი თქმით, რეგიონალური მთავრობები ცენტრების უმრავლესობის გახსნას მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები