იაპონიაში კორონავირუსის ახალი, მუტირებული შტამი დაფიქსირდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სახეობებისგან განსხვავდება

უცხოური მედია წერს, რომ იაპონიაში კორონავირუსის ახალი, მუტირებული შტამი დაფიქსირდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სახეობებისგან განსხვავდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსი ოთხ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც იაპონიაში ბრაზილიიდან ჩავიდნენ.

”ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია”, – განაცხადა ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ტაკაჯი ვაკიტამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები