მიხეილ ყაველაშვილი: პოლიტიკაში სწორ დროს შესვლა და პოლიტიკიდან ასევე სწორ დროს გასვლა მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, დიდ ადამიანებს შეუძლიათ
“პოლიტიკაში სწორ დროს შესვლა და პოლიტიკიდან ასევე სწორ დროს გასვლა მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, დიდ ადამიანებს შეუძლიათ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომე, მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ეს შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში სრულიად ახალ, არსებითად უფრო დემოკრატიულ ტრადიციას დაამკვიდრებს.
„პოლიტიკაში სწორ დროს შესვლა და პოლიტიკიდან ასევე სწორ დროს გასვლა მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, დიდ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებისთვისაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლა არა ძალაუფლებისკენ სწრაფვას, არამედ საკუთარი ხალხისა და სამშობლოს სამსახურს უკვშირდება. ეს შემთხვევა, დარწმუნებული ვარ, ქართულ პოლიტიკაში სრულიად ახალ, არსებითად უფრო დემოკრატიულ ტრადიციას დაამკვიდრებს, რომელსაც შედეგად მოაქვს განვითარება, კეთილდღეობა და თავისუფლება, პოლიტიკურ კულტურას კი ახალ სიმაღლეზე აიყვანს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო.