როტერდამში ძლიერი აფეთქება მოხდა – დაზიანებულია ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გვიან ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

ამის შესახებ ინფორმაციას NOS ავრცელებს.

აღინიშნება, რომ აფეთქების ტალღამ სახლებში მინები ჩაამსხვრია, თუმცა, მოსახლეობას სახლების დატოვება არ მოუწია, დაშავებულებიც არ არიან.

RTV Rijnmond-ის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ყუმბარა გახდა, რომელიც ერთ-ერთ სახლს ესროლეს.

პოლიცია ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს, რადგან გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები