მოსკოვში დღეს ალიევის, ფაშინიანისა და პუტინის მოლაპარაკება გაიმართება

მოსკოვში დღეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველი პირების სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ ნიკოლ ფაშინიანი, ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი ყარაბაღის ირგვლივ შექმნის ვითარებას განიხილავენ, ასევე, ტყვეების დაბრუნებისა და კომუნიკაციების გახსნის საკითხებს გაივლიან.

თუმცა, დღეს, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებოდა, მას გზა ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაუღობეს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი მოსკოვში კიდევ რაიმე დოკუმენტს მოაწერს ხელს, მისთვის სომხეთის საჰაერო სივრცე ჩაიკეტება.

“ნიკოლ ფაშინიანი არალეგიტიმური მმართველია, ის სომხეთს არ წარმოადგენს”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები