თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის ამჟამად გორის ჰოსპიტალში მკურნალობს.

როგორც “კვირას” ჰოსპიტალში განუცხადეს, თემურ წიკლაურის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, წიკლაურს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები